უზენაესი სასამართლოს...

dd

უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

გამოქვეყნებულია: 24/11/2015

2015 წლის 24 ნოემბერს უზენაეს სასამართლოში გაიმართა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა სამოქალაქო სამართლის მიმართულებით. სხდომას ესწრებოდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს, მცხეთის რაიონული სასამართლოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეები, ადვოკატები და დარგის სხვა სპეციალისტები. სხდომას თავმჯდომარეობდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა.

განხილვის საგანი წარმოდგენილი იყო კაზუსის სახით, რომელიც ეხებოდა ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული ურთიერთობების განსჯადობას. სხდომის მონაწილეებმა იმსჯელეს არსებული ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით, რომელი ტერიტორიული სასამართლოს განსჯადია დავა, თუ იგი უკავშირდება უცხო ქვეყნის რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის გამოყენების შესაძლებლობას. გამოითქვა მოსაზრება, რომ საკითხის სპეციფიურობიდან გამომდინარე, საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც გაითვალისწინებს სპეციალიზირებული სასამართლოების ფორმირებას ამ მიმართულებით, როგორც ეს არაერთ დასავლურ სახელმწიფოშია, ან უკვე არსებული საერთო სასამართლოების სამოქალაქო საქმეთა პალატებში სპეციალიზირებული კოლეგიების ჩამოყალიბებას. აქტიური დისკუსიის ფორმატში გაჟღერდა ის ზოგადი პრობლემები, რაც ამ მიმართულებით არსებობს დღესდღეობით, ეს ეხება საკანონმდებლო რეგულაციების სიმწირეს, სასამართლო პრაქტიკის, განსაკუთრებით, მაღალი ინსტანციების დონეზე პრაქტიკის ნაკლებობა, რაც მნიშვნელოვნად ამოავსებდა მოუწესრიგებელი კანონმდებლობით გამოწვეულ სიცარიელეს. ამასთან დაკავშირებით, არაერთხელ აღინიშნა, რომ ინტელექტუალური სამართლის მიმართულებით საჭიროა მოსამართლეებისა და ადვოკატების გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, დისკუსიის გაღრმავება სხვადასხვა სემინარებისა თუ ტრენინგების მეშვეობით, რისი ორგანიზებაც სასურველია, რომ საქპატენტმა უზრუნველყოს. რაც შეეხება კონკრეტულად კაზუსში დაყენებულ საკითხს, სხდომის მონაწილეები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ დღეს არსებული კანონმდებლობით საქმე საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი სასამართლოს განსჯადია და მოსარჩელეს გადასაწყვეტია, თუ რომელ სასამართლოში შეიტანს სარჩელს.

დასასრულ, სხდომის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს უზენაესი სასამართლო ინტელექტუალური საკუთრების საკითხებით დაინტერესდა, რაც, თავისთავად, ძალიან პოზიტიური პრეცედენტია და სამომავლოდ ხელს უწყობს ამ მიმართულებით უფრო აქტიური დისკუსიების და მსგავსი ტიპის შეხვედრების დაწყებას.

ფოტო1 ფოტო2

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi