საქართველოს უზენაესი სასამართლო
საქართველოს უზენაეს სასამართლოს სომხეთის რესპუბლიკის ელჩი ეწვია
გამოქვეყნებულია: 12/10/2022
მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე სომხეთის რესპუბლიკის ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სომხეთის მართლმსჯულების სფეროში განხორციელებული რეფორმები და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები.
შეხვედრის დასასრულს სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა დაათვალიერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და მართლმსაჯულების მუზეუმი.
ბოლო სიახლეები
პანელური დისკუსია თემაზე“ ტენდენციები და გამოწვევები საქართველოს თავშესაფრის სისტემაში - 2022“
05/12/2022
ადვოკატის პროფესიული დღის მილოცვა
08/11/2022