ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო...

p

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების დასრულების დასკვნითი ღონისძიება

გამოქვეყნებულია: 05/12/2022

მიმდინარე წლის 3 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების დასრულების დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ,  სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარემ, შალვა თადუმაძე. მისასალმებელი სიტყვით, ასევე, წარდგნენ საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი დავით ასათიანი და აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი.

ღონისძიება საქართველოს მართლმსაჯულების ორგანოების და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ჩართულობით, INL-ის ბიუროს ხელშეწყობით, კამპანია „გახდი ნაფიცი მსაჯულის“ ფარგლებში განხორციელდა და მასში მონაწილეობა ათამდე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს.

ბოლო სიახლეები

სექტემბერი 2024

  • Previous month
  • Next month
სექტემბერი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi