სტაჟირება

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის 2007 წლის 2 ოქტომბრის #21-ს '1 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში სტაჟირების გავლის წესი.

სტაჟირება მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას, მათ პროფესიულ განვითარებას, პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავებასა და სრულყოფას, რისთვისაც სასამართლო ახალგაზრდა სპეციალისტებს უქმნის დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს.

ახალგაზრდა იურისტებს, რომლებიც უზენაეს სასამართლოში სტაჟირებას წარმატებით გაივლიან, შესაძლებლობა ეძლევათ მუშაობა დაიწყონ ქვედა ინსტანციის სასამართლოებში, განსაკუთრებულ შემთხვევაში კი საქართველოს უზენაეს სასამართლოშიც.

სტაჟირება უზენაეს სასამართლოში ორსაფეხურიანია. პირველადი ვადაა 6 თვე, რომლის ამოწურვის შემდეგ, სტაჟიორი კიდევ ერთხელ გაივლის გასაუბრებას საკონკურსი კომისიის წინაშე. კომისია, გასაუბრების შედეგების მიხედვით წყვეტს სტაჟირების ვადის კიდევ 6 თვით გაგრძელების საკითხს. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში კომისიის გადაწყვეტილებით, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების სერტიფიკატი.

იხილეთ დაწვრილებით: დებულება

აპრილი 2024

  • Previous month
  • Next month
აპრილი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi