საქართველოს უზენაესი სასამართლო
ეკატერინე გასიტაშვილი
მოსამართლე
2015 წლის 12 ივნისიდან - საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი;
2015 წლის 15 ივნისიდან - სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;
2017 წლის 8 მაისიდან 2020 წლის 8 მაისამდე იყო საკვალიფიკაციო პალატის წევრი;
დაიბადა 1971 წლის 7 დეკემბერს ქალაქ თბილისში;
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
სამუშაო გამოცდილება:
2015 წლის 25 მარტიდან 12 ივნისამდე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს მთავარი კონსულტანტი;
2006-2015 წლებში - სპს იურიდიული ფირმა - ,,გაბრიჩიძე და კომპანია“ ადვოკატი სამოქალაქო სპეციალიზაციით;
2014 წლიდან - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის - მიწვეული ლექტორი;
2012 -2014 წლებში - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი;
2012 წლიდან - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი, 2011 წლიდან -ამავე უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკის პედაგოგი;
2012 წლიდან - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი;
2009 -2013 წლებში - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი, ამავე კომისიის თავმჯდომარე, პირველი საპროცესო კოლეგიის თავმჯდომარე;
1999-2006 წლებში - საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის უფროსი;
1999 წელს - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;
1998-1999 წლებში - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსი;
1997-1998 წლებში - საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრის თანაშემწე;
1997 წელს - საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის იურისტი;
1996-1997 წლებში - საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის შეწყალების საკითხთა განყოფილების სახელმწიფო მრჩეველი;
1994-1996 წლებში - საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო კომიტეტის იურიდიული დეპარტამენტის იურისტი;
1993-1997 წლებში - საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შეწყალების საკითხთა კომისიის მდივანი;
1993-1994 წლებში - საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატის შეწყალების საკითხთა განყოფილების იურისტი;
1989-1994 წლებში - სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით წარჩინებით;
1990-1993 წლებში - სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ პროფესიათა და ხელოვნების ფაკულტეტზე (მეორადი განყოფილება) ინგლისური ენის სპეციალობით.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დოქტორანტი კერძო სამართლის მიმართულებით.
არის რამოდენიმე პუბლიკაციისა და სტატიის ავტორი, წიგნის რედაქტორი და თანარედაქტორი.
ნინო ქადაგიძე
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
შალვა თადუმაძე
თავმჯდომარის მოადგილე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე.
გიორგი მიქაუტაძე
თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე.
მაია ვაჩაძე
მოსამართლე
ნუგზარ სხირტლაძე
მოსამართლე
ალექსანდრე წულაძე
მოსამართლე, სადისციპლინო პალატის წევრი, სადისციპლინო პალატის თავმჯდომარე.
ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლე
მერაბ გაბინაშვილი
მოსამართლე, საკვალიფიკაციო პალატის წევრი, საკვალიფიკაციო პალატის თავმჯდომარე
მირანდა ერემაძე
მოსამართლე
ქეთევან ცინცაძე
მოსამართლე
ლალი ფაფიაშვილი
მოსამართლე
ლევან მიქაბერიძე
მოსამართლე
ამირან ძაბუნიძე
მოსამართლე
თამარ ზამბახიძე
მოსამართლე
გიორგი გოგიაშვილი
მოსამართლე
გოჩა აბუსერიძე
მოსამართლე, სადისციპლინო პალატის წევრი
მამუკა ვასაძე
მოსამართლე, საკვალიფიკაციო პალატის წევრი
ბიძინა სტურუა
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
მოსამართლე
ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლე, საკვალიფიკაციო პალატის წევრი
მიხეილ ჩინჩალაძე
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე
ლევან თევზაძე
მოსამართლე
რევაზ ნადარაია
მოსამართლე, სადისციპლინო პალატის წევრი
ლაშა ქოჩიაშვილი
მოსამართლე
თამარ ოქროპირიძე
მოსამართლე
თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლე
გენადი მაკარიძე
მოსამართლე
ნინო სანდოძე
მოსამართლე
ირაკლი ბონდარენკო
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე