საქართველოს უზენაესი სასამართლო
თამარ ზამბახიძე
მოსამართლე
2019 წლის 12 დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2019 წლის 16 დეკემბრიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1975 წლის 26 იანვარს თბილისში.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
სამუშაო გამოცდილება
2007-2019 წლებში - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
2005 -2007 წლებში - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2005 წლიდან დღემდე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
2003-2005 წლებში - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი.
1998-2003 წლებში - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელი.
1998 წელს - სს „საქართველოს ბანკის“ საკრედიტო დეპარტამენტის პრობლემურ კრედიტებთან მუშაობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი.
2008 წლიდან დღემდე - იუსტიციის უმაღლესი სკოლის მასწავლებელი.
განათლება, სამეცნიერო მოღვაწეობა
2001 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „კომერციული ბანკების მიერ საკუთრების მინდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების სამართლებრივი პრობლემები“და მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.
1997 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
1992 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის 147-ე საჯარო სკოლა.
ფლობს გერმანულ და რუსულ ენებს.
მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ სასწავლო პროგრამაში, მათ შორის, გავლილი აქვს ჰოსპიტაცია დრეზდენის უმაღლეს სამხარეო სასამართლოში (გერმანია).
არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, თანაავტორი, რედაქტორი.
გახლავთ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის იურიდიული ჟურნალის „მართლმსაჯულება და კანონი“ სარედაქციო საბჭოს წევრი.
მისი სამეცნიერო ხელმძღვანელობით სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომზადდა და დაცულია ხუთი სადოქტორო დისერტაცია.
ნინო ქადაგიძე
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
შალვა თადუმაძე
თავმჯდომარის მოადგილე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე.
გიორგი მიქაუტაძე
თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე.
მაია ვაჩაძე
მოსამართლე
ნუგზარ სხირტლაძე
მოსამართლე
ალექსანდრე წულაძე
მოსამართლე, სადისციპლინო პალატის წევრი, სადისციპლინო პალატის თავმჯდომარე.
ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლე
მერაბ გაბინაშვილი
მოსამართლე, საკვალიფიკაციო პალატის წევრი, საკვალიფიკაციო პალატის თავმჯდომარე
მირანდა ერემაძე
მოსამართლე
ქეთევან ცინცაძე
მოსამართლე
ლალი ფაფიაშვილი
მოსამართლე
ლევან მიქაბერიძე
მოსამართლე
ამირან ძაბუნიძე
მოსამართლე
ეკატერინე გასიტაშვილი
მოსამართლე
გიორგი გოგიაშვილი
მოსამართლე
გოჩა აბუსერიძე
მოსამართლე, სადისციპლინო პალატის წევრი
მამუკა ვასაძე
მოსამართლე, საკვალიფიკაციო პალატის წევრი
ბიძინა სტურუა
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
მოსამართლე
ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლე, საკვალიფიკაციო პალატის წევრი
ლევან თევზაძე
მოსამართლე
რევაზ ნადარაია
მოსამართლე, სადისციპლინო პალატის წევრი
ლაშა ქოჩიაშვილი
მოსამართლე
თამარ ოქროპირიძე
მოსამართლე
თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლე
გენადი მაკარიძე
მოსამართლე
ნინო სანდოძე
მოსამართლე