საქართველოს უზენაესი სასამართლო
პრესსამსახურის შესახებ
საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური საქართველოს უზენაესი სასამართლოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ეფექტური სისტემის შექმნის მიზნით
- ა) აწყობს ბრიფინგებს, პრესკონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებს;
- ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკმაყოფილებს პრესისა და სხვა მასობრივ საშუალებათა მოთხოვნებს ინფორმაციის მიწოდებაზე;
- გ) ამზადებს პრესრელიზებს, საინფორმაციო ფურცლებსა და სხვა ბეჭდურ მასალას;
- დ) კოორდინაციას უწევს სხვა სასამართლოებში მედიისა და სპიკერი მოსამართლეების ურთიერთობას;
- ე) ახდენს ჟურნალისტთა აკრედიტაციას უზენაეს სასამართლოში;
- ვ) უზრუნველყოფს ბეჭდური და ელექტრონული მედიიდან ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს;