საქართველოს უზენაესი სასამართლო 11-10-2024
ამობეჭდვაანალიტიკური განყოფილების მიზანია ხელი შეუწყოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების ხარისხის გაზრდას მოსამართლეთათვის ანალიტიკური ხასიათის მომსახურების გაწევით.
ანალიტიკური განყოფილება ამ მიზნის მიღწევას უზრუნველყოფს შემდეგი საქმიანობით:
-საჭიროებიდან გამომდინარე, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ან მოსამართლის მოთხოვნის საფუძველზე ამზადებს ანალიტიკურ კვლევებს და პრაქტიკის ანალიზს, საერთაშორისო სტანდარტების ან/და საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობის და სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით;
-მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო ორგანოებისთვის წარსადგენი ანგარიშების მომზადებაში;
-ქართულ ენაზე თარგმნის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლის გადაწყვეტილებებს და ამავე სასამართლოს პრაქტიკის განზოგადებას;
-უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საძიებო (HUDOC) სისტემის ქართულენოვანი ინტერფეისის მართვას;
ანალიტიკური განყოფილება შედგება ადამიანის უფლებათა ცენტრისა და კვლევისა და ანალიზის ცენტრებისგან.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა