საქართველოს უზენაესი სასამართლო 18-09-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 10.12.2022
10 დეკემბერს მთელი ცივილიზებული სამყარო განსაკუთრებული მზაობით აღნიშნავს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გამორჩეულ თარიღს მე-20 საუკუნის ისტორიაში. თარიღს, როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ერთხმად მიიღო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და მხარი დაუჭირა ამ დღის აღიარებას საეთაშორისო დონეზე. გულითადად ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველა ჩემს კოლეგას ამ დღეს. გისურვებთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვაზე ზრუნვა ყოფილიყოს ჩვენი შინაგანი მრწამსის მთავარი ორიენტირი, ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის ქვაკუთხედი, რის გარეშეც სრულიად წარმოუდგენელია დემოკრატიული, თავისუფალი, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს აშენება და მომავალი განვითარება.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ნინო ქადაგიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა