საქართველოს უზენაესი სასამართლო 18-05-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 05.10.2022
მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ახალ დირექტორთან საქართველოში, ჯონ პენელთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა USAID-ის დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორი, ლეა კაპლანი.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები და სასამართლო სისტემის გაძლიერებისთვის USAID-ის მხრიდან შემდგომი მხარდაჭერის საკითხები.
შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და მართლმსაჯულების მუზეუმი დაათვალიერეს.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა