საქართველოს უზენაესი სასამართლო 18-05-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 29.09.2022
მიმდინარე წლის 29 სექტემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ და უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის მოსამართლემ, მერაბ გაბინაშვილმა პარიზის სააპელაციო სასამართლოს მთავარ პროკურორს, საფრანგეთის გენერალური პროკურორის პირველ მოადგილეს, ჯილეს შარბონიერს უმასპინძლა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საფრანგეთის მართლმსაჯულების სისტემა და სისხლის სამართლის მიმართულებით არსებული ეროვნული სასამართლო პრაქტიკის მიდგომები.
შეხვედრის დასასრულს პარიზის სასამართლოს მთავარმა პროკურორმა დაათვალიერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და ეწვია მართლმსაჯულების მუზეუმს.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა