საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 20.11.2015
2015 წლის 20 ნოემბერს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ნინო გვენეტაძე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაესწრება ღონისძიებას: „იურიდიული დახმარების სამსახური - 10 წელი ადამიანის უფლებებისათვის“.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ: საქართველოს პრეზიდენტი - გიორგი მარგველაშვილი; პარლამენტის თავმჯდომარე - დავით უსუფაშვილი; საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ნინო გვენეტაძე; ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე - ზაზა ხატიაშვილი; ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითრების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი - ტომ მორისი; საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე - შტეფან შტორკი; გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი - ნილს სკოტი.
ღონისძიების გამართვის მიზანს წარმოადგენს იურიდიული დახმარების სამსახურის ათწლიანი საქმიანობის მიმოხილვა.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა