საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 11.11.2015
2015 წლის 11 ნოემბერს უზენაესი სასამართლოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით სამართლებრივი ონლაინ საძიებო სისტემა -Westlaw-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს, ანალიტიკური განყოფილებისა და სასამართლო ინფორმატიზაციის განყოფილების თანამშრომლები.
სამართლებრივი ონლაინ საძიებო სისტემა-Westlaw-ს წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტის მიზანს წარმოადგენს, არსებული სამართლებრივი ონლაინ რესურსების შეფასება და მისი მსგავსი საძიებო სისტემის მოდელის შემუშავება.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ფუნქციონალურად გამართული სამართლებრივი ონლაინ საძიებო სისტემის არსებობის მნიშვნელობაზე. უზენაესი სასამართლოს თანამშრომლებმა სტუმრებს გააცნეს უზენაესი სასამართლოს ინიციატივით შექმნილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა ქართული ელექტრონული საძიებო პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, ქართული საძიებო ველების გამოყენებით მოიძიოს ქართულ ენაზე ნათარგმნი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები. კომპანია Westlaw-ს წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიიღეს, ასევე, უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების საძიებო სისტემის შესახებ.
შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა გამოხატეს სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის სურვილი.
კომპანია Westlaw ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი უმთავრესი სამართლებრივი ონლაინ საძიებო სისტემაა.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა