საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 10.11.2015
2015 წლის 10 ნოემბერს უზენაეს სასამართლოში დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს მოსამართლეების - ბატონი ულრიხ ჰაგენლოხის, ქალბატონი გეზინე თევსისა და ქალბატონი საბინე შლოსჰანის მონაწილეობით სამოქალაქო სამართლის აქტუალურ საკითხებზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ - ქალბატონმა მზია თოდუამ მიმართა და უცხოელ კოლეგებს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავს, სამოქალაქო სამართლის სფეროში გამოცდილების ურთიერთგაზიარებას ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.
შეხვედრის ფარგლებში გერმანელი და ქართველი მოსამართლეები მოხსენებებს გააკეთებენ სამოქალაქო სამართლის შემდეგ აქტუალურ საკითხებზე: შეცილებისა და ხანდაზმულობის ვადების მიმართება იძულებით დადებულ გარიგებებში; შეგებებული სარჩელი და კვალიფიციური შესაგებელი; საკასაციო საჩივრის დაუშვებლობის დასაბუთების ფარგლები; კომპანიის დირექტორებისა და პარტნიორების პასუხისმგებლობის მოცულობა კერძოსამართლებრივ და საგადასახადო ვალდებულებებში.
შეხვედრას, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის მოსამართლეებთან ერთად, ესწრებიან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიისა და სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის მოსამართლეები, ნოტარიუსები, ადვოკატები, აგრეთვე, აკადემიური წრეებისა და შეხვედრის მხარდამჭერი საერთაშორისო ორგანიზაციის - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები.
სამუშაო შეხვედრა დღის ბოლოს შემაჯამებელი დისკუსიით დასრულება.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა