საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 10.11.2015
2015 წლის 10 ნოემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ქალბატონი ნინო გვენეტაძე თბილისში სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ესწრება მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: „გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“.
ღონისძიება სამი ძირითადი საკითხის განხილვას ეძღვნება : ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერება, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა და ქალთა როლის გაზრდა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში. კონფერენციის ფარგლებში იგეგმება „თბილისის დეკლარაციის“ მიღება, რომლის მიზანიც იქნება ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების განმტკიცება.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა