საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 28.10.2015
ხვალ, 29 ოქტომბერს, 09:30 საათზე, სასტუმრო თბილისი მარიოტში ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ორგანიზებით გაიმართება ორი ახალი პროექტის - „სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის გაუმჯობესება საქართველოში“ და „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ჰარმონიზაცია ევროპულ სტანდარტებთან“ - პრეზენტაცია.
ღონისძიება დასრულდება საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და საქართველოს სახალხო დამცველს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებით.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა