საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 22.10.2015
2015 წლის 22 ოქტომბერს უზენაეს სასამართლოში ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (RHR) ორგანიზებით ისრაელიდან სამუშაო ვიზიტით მყოფ საერთაშორისო ექსპერტთან - იოთამ თოლუბთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ბატონი იოთამ თოლუბი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ისრაელის ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი მრჩეველი, იგი ფლობს დიდ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას აღნიშნულ სფეროში.
სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ ორიენტირებული რეფორმის შესახებ საკითხების განხილვა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. საერთაშორისო ექსპერტმა პრეზენტაციის მეშვეობით მონაწილეებს გააცნო ბოლო ოცი წლის განმავლობაში უნარშეზღუდულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის დინამიურად განვითარებადი ეტაპები.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე „ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც შეიცვლა ქმედუუნაროდ აღიარებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა. კერძოდ, პარლამენტმა, საკანონმდებლო რეგულაციით, საფუძველი ჩაუყარა სრულიად ახლებურ მიდგომასა და სისტემას.
შეხვედრა წარიმართა დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში და მას ესწრებოდნენ საქართველოს უზენაესი და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების თანამშრომლები.
შეხვედრის მონაწილეებმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა