საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 13.10.2015
2015 წლის 13 ოქტომბერს უზენაეს სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა სისტემის რეფორმის შესახებ საერთაშორისო ექსპერტს - ნიკოლაი კოვალიოვსა და უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეებს, თანაშემწეებს, რეფერენტებსა და ანალიტიკური განყოფილების თანამშრომლებს შორის შეხვედრა გაიმართა.შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საერთაშორისო ექსპერტის მიერ ნაფიც მსაჯულთა სისტემის რეფორმის შესახებ საექსპერტო დასკვნის მომზადებაში ხელშეწყობა.
შეხვედრის ფარგლებში ნიკოლაი კოვალიოვმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო თავისი ხედვა ნაფიც მსაჯულთა სისტემის რეფორმის შესახებ და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შემდეგ საკითხებზე: ნაფიც მსაჯულთა საგნობრივი იურისდიქცია; ნაფიც მსაჯულთა არჩევის კონტექსტში პროფესიული შეუთავსებლობის საკითხები; ნაფიც მსაჯულთა უსაფრთხოებისა და ობიექტურობის უზრუნველყოფა; ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის ფორმა.
შეხვედრა წარიმართა აქტიური დიალოგისა და მოსაზრებების გაცვლის ფორმატში, განხილულ იქნა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პრაქტიკის შედეგად გამოვლენილი ხარვეზები, მისი გამომწვევი მიზეზები და აღმოფხვრის გზები.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა