საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 08.10.2015
2015 წლის 8 ოქტომბერს უზენაეს სასამართლოში გაიმართა „ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალის“ პრეზენეტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ მოწინავე გერმანული უნივერსიტეტების სისხლის სამართლის პროფესორ-მასწავლებლები.
შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ნინო გვენეტაძემ ხაზი გაუსვა „ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალის“ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ იგი იმედოვნებს, გერმანულ-ქართული აქტიური თანამშრომლობის გზით გადაიდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები სისხლის სამართლის სფეროს განვითარების მიმართულებით.
„ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალის“ ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი (IRZ) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
ელექტრონულ ჟურნალის პირველი გამოცემა ძირითადად დაეთმობა გერმანელი და ქართველი სისხლის სამართლის პროფესორების, პრაქტიკოსი იურისტებისა და მოსამართლეების მიერ მეორე სამუშაო შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილ სტატიებს.
8 ოქტომბერს უზენაეს სასამართლოს შენობაში გამართულ შეხვედრაზე გაიხსნა სისხლის სამართალში მეორე ქართულ-გერმანული კონფერენცია, რომელიც 9-10 ოქტომბერს გაგრძელდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
უზენაესი სასამართლო გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად იყოს ჩართული „ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის ორენოვანი ელექტრონულ ჟურნალის“ გამოცემასთან დაკავშირებულ საკითხებში.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა