საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 21.09.2015
2015 წლის 19 სექტემბერს უზენაეს სასამართლოში გაიმართა უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა სისხლის სამართლის მიმართულებით, რომელსაც საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან ერთად ესწრებოდნენ დარგის სპეციალისტები, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
განხილვის საგანს წარმოადგენდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში მიღებული ცვლილებები ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით. კერძოდ, რა მოლოდინები არსებობდა საზოგადოების მხრიდან ამ ცვლილებებთან მიმართებით, სანქციის შეცვლამ პრაქტიკაში როგორ იმუშავა და მოიტანა თუ არა რეალური შედეგები ამ მუხლით მსჯავრდებული პირებისთვის. სხდომაზე ასევე იმსჯელეს, ხსენებული ნორმის კონტექსტში შედგენილ კაზუსზე.
უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო აგრძელებს შეხვედრებს სხვადასხვა სამართლებრივ პრობლემებთან, საკანონმდებლო ცვლილებებთან და კაზუისტურ შემთხვევებთან დაკავშირებით, რაც ხელს უწყობს სამართლის და ზოგადად მართლმსაჯულების მაღალი სტანდარტის განვითარებას.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა