საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 16.09.2015
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილებამ მოამზადა და გამოსცა წიგნი „ვადები სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების მიხედვით“. მასში ანბანურადაა დალაგებული როგორც მატერიალური, ისე საპროცესო კანონმდებლობით გაწერილი ყველა ვადა 2015 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით.
წიგნი გათვალისწინებულია საერთო სასამართლოების სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განმხილველი მოსამართლეებისათვის, ასევე ადვოკატებისა და სტუდენტებისათვის. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ეს გამოცემა დაეხმარება ყველას, ვინც სამართლის სფეროში აპირებს საქმიანობას და ემზადება საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარებისათვის. იგი აუცილებლად გამოადგება, აგრეთვე ვადების საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა