საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 03.08.2015
2015 წლის 1 აგვისტოს, უზენაეს სასამართლოში გაიმართა სამუშაო შეხვედრა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში, რომელსაც უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების მოსამართლეები, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ადვოკატები, მაგისტრატი მოსამართლეები რეგიონებიდან, ასევე, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომა გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.
განხილვის საგანს წარმოადგენდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ა/წ ივლისში მიღებული ცვლილებები აღკვეთის ღონისძიებებთან დაკავშირებით, ასევე, იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც მოწმის დაკითხვის ინსტიტუტის რეფორმირებას ითვალისწინებს.
შეხვედრის მიზანი იყო იმაზე მსჯელობა-დისკუსია, როგორ იმუშავებს პრაქტიკაში ზემოხსენებული ცვლილებები და რა შენიშვნები აქვთ ამასთან დაკავშირებით როგორც სასამართლო კორპუსს, ისე ადვოკატებს, სამეცნიერო წრეებს და პროკურატურას.
სხდომის დასასრულს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ შეაჯამა დისკუსია და აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს ხელს უწყობს მართლმსაჯულების განვითარებას და პრაქტიკაში არსებული ხარვეზების გამოვლენას.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა