საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 24.07.2015
2015 წლის 24 -26 ივლისს გუდაურში, სასტუმრო „მარკო პოლოში“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და საბჭოს თანამშრომლებისათვის მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებისა და შერჩევის პროცესთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა დაიგეგმა.
შეხვედრა 24 ივლისს დაიწყო, მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ.
შეხვედრის მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს საოლქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ამერიკის შეერთებული შტატებიდან თიმ ბალანდი, რომელიც 22 წელი ახორციელდა სამოსამართლო უფლებამოსილებას, ხოლო ორი წელი ხელმძღვანელობდა კოსოვოს იუსტიციის საბჭოს.
სამუშაო შეხვედრის ფორმატში მონაწილეები დეტალურად იმსჯელებენ კანდიდატის შეფასების მიზნებსა და შეფასების პროცესის ძირითად პრინციპებსა და კრიტერიუმებზე, გაეცნობიან საერთაშორისო გამოცდილებას, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევისა და შეფასებების სისტემის დახვეწას და პროცესის გამჭვირვალობას.
შეხვედრა ორგანიზებულია USAID - ის აღმოსავლთ -დასავლეთის ინსტიტუტის PROLoG - ის პროექტის მხარდაჭერით.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა