საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 16.07.2015
2015 წლის 15 ივლისს, უზენაეს სასამართლოში სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა ჩატარდა, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ გახსნა და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მნიშვნელობაზე ისაუბრა. ნინო გვენეტაძემ სამართლის სფეროში მოღვაწე მეცნიერებსა და პრაქტიკოს მოსამართლეებს შორის დიალოგის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრები ხელს შეუწყობს პრობლემური საკითხების დროულად და ეფექტურად გადაწყვეტას.
15 ივლისის სხდომა წინა შეხვედრებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ განსახილველი საკითხი არა მოსამართლეების, არამედ მეცნიერების მიერ იქნა წარმოდგენილი. თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები გეგმავენ სამეცნიერო კვლევის ჩატარებას სანქციებსა და მათი შეფარდების თავისებურებების თაობაზე. კვლევაში გათვალისწინებული იქნება, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ასპექტები. ამ მიზნით, მათ მიმართეს უზენაეს სასამართლოს და მოსამართლეების მოსაზრებების მოსმენა ითხოვეს. სხდომაზე ასევე განიხილეს ამ თემასთან დაკავშირებული პრაქტიკული კაზუსი სასამართლო პრაქტიკიდან. სხდომაზე მოსამართლეებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს მკვლევარებს და წარმოადგინეს მოსაზრებები, როგორც საკანონმდებლო ხარვეზების, ასევე, სამოსამართლო პრაქტიკის თაობაზე.
სხდომას ესწრებოდნენ: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, თბილისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები, პროფესორები, თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა