საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 12.07.2015
2015 წლის 11 ივლისს „მართლმსაჯულების სახლში“ ჩატარდა მოსამართლეთა XIV (რიგგარეშე) კონფერენცია, რომლის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ორი საკითხი: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის სამი წევრის არჩევა.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 264 მოსამართლემ.
კანონით გათვალისწინებული ფარული კენჭისყრის პროცედურის შემდეგ მოსამართლეებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ლევან თევზაძე, ხოლო სადისციპლინო კოლეგიის წევრებად: გიორგი ტყავაძე, შორენა ყაველაშვილი და შალვა კაკაურიძე აირჩიეს.კონფერენციის მუშაობას აკვირდებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა