Chamber of Control of Georgia

საქართველოს უზენაესი სასამართლო 04-06-2026

ამობეჭდვა

გამოქვეყნებულია 13.10.2011

სასამართლოში საქმის წარმოების ელექტრონული სისტემა დაინერგა

სასამართლოში დოკუმენტების ბრუნვა და საქმის წარმოება უკვე ელექტრონულ რეჟიმშია შესაძლებელი. 13 ოქტომბერს, 12 საათზე უზენაეს სასამართლოში საქმის წარმოების ელექტრონული სისტემის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას ქართული და უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქმის წარმოების აღნიშნული სისტემა მნიშვნელოვანი სიახლეა, როგორც სასამართლოს თანამშრომლებისთვის, ასევე მოქალაქეებისთვის, და ზოგადად, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული პირებისთვის.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, საქმის წარმოების ელექტრონული სისტემა კიდევ უფრო მარტივს და ხელმისაწვდომს გახდის მართლმსაჯულებას და საერთო ჯამში, გაზრდის სასამართლოს მიმართ ნდობას.
ახალი სისტემა მოიცავს ყველა დარგს – სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას.

იხილეთ სიუჟეტი

http://www.supremecourt.ge

ამობეჭდვა