საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 10.07.2015
დამოუკიდებელი სასამართლოს ფინანსური მხარდაჭერისა და სასამართლო სისტემაში საგადასახადო და ადმინისტრაციული დავების პროცედურების გამარტივების საკითხები განიხილეს უზენაეს სასამართლოში გამართულ შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და ფინანსთა მინისტრმა.
როგორც უზენაესისასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ აღნიშნა, სასამართლოსდამოუკიდებლობის განმტკიცებისადა სტაბილურობისთვის, ხარისხიანიდა დროული გადაწყვეტილებების მიღებისთვის მნიშვნელოვანია მოწესრიგდეს სასამართლოსისტემის ფინანსური მხარდაჭერისსაკითხები, რაც გულისხმობს, როგორც მოსამართლეთა რაოდენობისგაზრდას, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ისე მოსამართლეთა კომპენსაციების, კერძოდ, მათი საპენსიო უზრუნველყოფის საკითხებისმოგვარებას.
ფინანსთა მინისტრმაასევე ხაზი გაუსვა ფინანსურად დამოუკიდებელი და ძლიერი სასამართლო სისტემისმნიშვნელობას. ამავე დროს, მან ისაუბრა ფინანსთა სამინისტროში დავების სისტემის, ხოლო სასამართლოში საგადასახადოდა ადმინისტრაციული დავების პროცედურების გამარტივებისაუცილებლობაზე, რაც ბიზნესის მხრიდან ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორივე მიმართულებით უზენაეს სასამართლოსა და ფინანსთა სამინისტროს შორის გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა, რათა ერთის მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა უზრუნველყოფილი იყოს ფინანსური მხარდაჭერით, ხოლო მეორეს მხრივ, საგადასახადო დავების განხილვის პროცედურები, როგორც ფინანსთა სამინისტროს, ისე სასამართლო სისტემებში იყოს უფრო მოქნილი და გამარტივებული.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა