საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 01.07.2015
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ჰამბურგის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს თავმჯდომარე ფრიდრიხ-იოხამ მემელი, ჰამბურგის სოციალური სასამართლოს თავმჯდომარე ვოლფგანგ ზივერტი, ამავე სასამართლოს პრეზიდიუმის წევრი მოსამართლე პეტერ ვინტერი და ჰამბურგის უნივერსიტეტის, ბუცერიუსის სამართლის სკოლის ასისტენტ-პროფესორი დოქტორი როლანდ ბროემელი.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და ადმინისტრაციული პალატის მოსამართლეები გერმანელ კოლეგებთან სამომავლო პატრნიორობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრებენ. 2 ივლისს 11.00 საათზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და ჰამბურგის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს თავმჯდომარე ფრიდრიხ- იოხამ მემელი საზეიმო ვითარებაში ხელს მოაწერენ თანამშრომლობის მემორანდუმს.
გერმანელი კოლეგები საქართველოში 5 ივლისამდე დარჩებიან და ისინი საქართველოს რაიონულ, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების ადმინისტრაციული კოლეგიებისა და პალატების მოსამართლეებს შეხვდებიან.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა