საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 25.06.2015
სისხლის დონორთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლო მადლობის სიგელით დაჯილდოვდა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი უზენაესს სასამართლოს მადლობას უხდის სისხლის უსაფრთხოებისა და უანგარო დონორობის რეგულარული მხარდაჭერისათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის თანამშრომლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს სისხლის უანგარო დონაციის აქციაში. ამგვარი სახის ჩართულობა დაგეგმილია მომავალშიც.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა