საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 18.06.2015
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სპეციალური შტაბი შემნა. აქციაში უზენაესი სასამრთლოს, თბილისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები და თანამშრომლები ჩაებნენ. შეგროვდა ტანსაცმელი, ლეიბები, საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, პირველადი მოხმარების საგნები და საყოფაცხოვრებო ნივთები.
თანამშრომლების მიერ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის პირველადი დახმარების გაწევის მიზნით შეგროვებული ნივთები მთაწმინდის რაიონის გამგეობას გადაეცა.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა