საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 17.06.2015
15 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში პლენუმის სხდომა გაიმართა.
პლენუმის წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 14 ივნისს თბილისში სტიქიით დაღუპულთა ხსოვნას.
სხდომაზე რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს და მიიღეს გადაწყვეტილება. პლენუმის დადგენილებით უზენაესი სასამართლოს წევრი მზია თოდუა არჩეულ იქნა სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ, უზენაესი სასამართლოს წევრი ეკატერინე გასიტაშვილი - სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ, უზენაესი სასამართლოს წევრი ვასილ როინიშვილი არჩეულ იქნა ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ.
პლენუმის სხდომაზე გამოითქვა მოსაზრებები და წინადადებები სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისა და შემწეობის შესახებ.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა