საქართველოს უზენაესი სასამართლო 08-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 28.09.2011
გაცნობებთ, რომ 29 სექტემბრიდან ამოქმედდა ორი ელექტრონული პროგრამა: უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების საძიებო და სასამართლო არქივის ელექტრონული პროგრამები.
ელექტრონული პროგრამებით სარგებლობა მარტივია. ორივე პროგრამას აქვს მომხმარებლისთვის განკუთვნილი ანოტაცია და მოკლე სახელმძღვანელო.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილებების მოთხოვნის შემთხვევაში პროგრამა მოგაწვდით მას პერსონალური მონაცემების გარეშე, ანუ დაშტრიხული სახით. არქივის პროგრამა განთავსებულია "სასამართლო არქივის" ფანჯარაში. (http://archive.supremecourt.ge).
იმედი გვაქვს, პროგრამა დიდ დახმარებას გაუწევს არა მარტო მათ, ვინც უშუალოდ არის დაინტერესებული კონკრეტული გადაწყვეტილებებით, არამედ, მნიშვნელოვანი იქნება იურისტების იმ ნაწილისთვისაც, რომლებიც სამეცნიერო საქმიანობით არიან დაკავებული.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა