საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 11.06.2015
2015 წლის 10 ივნისს უზენაეს სასამართლოში გაიმართა მოსამართლეების, პროკურორებისა და ადვოკატებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. ჯგუფის წევრებმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრა გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ. „მოხარული ვარ, რომ სამუშაო ჯგუფში გაერთიანებული არიან პრაქტიკოსი და თეორეტიკოსი იურისტები, რაც პროექტის წარმატების საფუძველი გახდება. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე საკითხის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს ჭრილში, რაც საბოლოოდ უნდა აისახოს სასამართლოს გადაწყვეტილებებში,“ განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
სამუშაო შეხვედრის ფორმატში გაიმართა დისკუსია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპებისა და დაუშვებელი მტკიცებულებების საკითხებზე.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეიქმნება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარები. პროექტი ხორციელდება ამერიკის იურისტთა ასოციაცია/კანონის უზენაესობის ინიციატივა”-ს (ABA ROLI) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების ბიუროს (INL) დახმარებით და ფინანსური მხარდაჭერით.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა