საქართველოს უზენაესი სასამართლო 08-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 26.09.2011
2011 წლის 26 სექტემბერს უზენაეს სასამართლოში გაიმართა ღონისძიება, სადაც აშშ-ის ელჩმა ჯონ ბაასმა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა პროექტის მიღწევების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდეს.
აშშ განვითარების სააგენტოს დახმარებით, სასამართლოს ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის რეფორმის პროექტმა დაასრულა თავისი 4-წლიანი, წარმატებული მუშაობა საქართველოს სასამართლო სისტემის მხარდასაჭერად. სასამართლოს ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის რეფორმის პროექტის სამოქმედო გეგმის განსაზღვრა მოხდა არსებული სიტუაციის გათვალისწინებითა და საქართველოს სასამართლო სისტემის პრიორიტეტების საფუძვლიანი შეფასების საფუძველზე.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და ამერიკის ელჩმა დადებითად შეაფასეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული საქმიანობა.
შეხვედრის ბოლოს, კონსტანტინე კუბლაშვილმა და ჯონ ბაასმა ხელი მოაწერეს სასამართლოებისთვის იმ ტექნიკისა და აღჭურვილობის გადაცემის შესახებ დოკუმენტს, რომელიც პროექტის ფარგლებში იქნა შეძენილი. ასევე, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის სასამართლოს თანამშრომლებს სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა