საქართველოს უზენაესი სასამართლო 08-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 21.09.2011
2011 წლის 21 სექტემბერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი მოსამართლეებს შეხვდა და პროცესზე მოსამართლის დარბაზთან კომუნიკაციის შესახებ რეკომენდაციები გააცნო.
თუკი აქამდე მოსამართლის პროფესიულ მომზადებაზე იყო გამახვილებული ყურადღება, ამიერიდან, უკვე მნიშვნელოვანი ხდება მოსამართლის კომუნიკაციური უნარები, რაც საბოლოოდ, უფრო სრულყოფილს და მიუკერძოებელს გახდის პროცესის წარმართვას.
რეკომენდაციებში ყურადღება გამახვილებულია კომუნიკაციის ისეთ საკითხებზე, რომელიც მოსამართლეს დაეხმარება, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება შეინარჩუნოს დარბაზში მყოფ პირებთან მთელი პროცესის მანძილზე. რეკომენდაციების თანახმად, მნიშვნელოვანი იქნება ასევე, მოსამართლის მიერ მხარეთათვის შემაჯამებელი გადაწყვეტილების მარტივად და გასაგები ფორმით განმარტება, რაც მოქალაქეებს მომავალში გადაწყვეტილების შინაარსის გაგებასა და აღქმას გაუადვილებს.
რეკომენდაციების შემუშავების შემდგომი ეტაპი მოსამართლეებისთვის ტრენინგების ჩატარება იქნება.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა