საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 29.04.2015
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე 21 აპრილს USAID - ის წარმომადგენლებს - დემოკრატიის ოფისის დირექტორს დენიელ რიფს, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის სამართლებრივ დირექტორს მარკ დიტრიხს, ამავე ინსტიტუტის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ხელმძღვანელს ჰერბბოუმანს, პროექტის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
საუბარი შეეხო უზენაეს სასამართლოსთან მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებსა და სფეროებს. აღინიშნა, რომ აღმოსავლეთ - დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ახალი პროექტის „საქართველოში კანონის უზენაესობის ხელშეწყობის“ (PROLoG) ფარგლებში იმუშავებს მართლმსაჯულების საკითხებზე.
პროექტის წარმომადგენლებმა მოიწონეს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის გააქტიურებისა და მისი რეალური ამოქმედებისათვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა