საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 19.02.2015
2015 წლის 19 თებერვალს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა მოწვეულ სტუმრებს გააცნო ის საკითხები, თუ რა გაკეთდა განვლილი 10 წლის განმავლობაში სასამართლო სისტემაში.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა ისაუბრა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მიღწევების შესახებ, როგორიცაა: სასამართლო სისტემაში კორუფციის აღმოფხვრა, მოსამართლეებისთვის შესაბამისი ფინანსური და სოციალური პირობების შექმნა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. ასევე ისაუბრა ისეთ საკითხებზე, რამაც სასამართლო სისტემის ხელმისაწვდომობასა და გამჭვირვალობას შეუწყო ხელი.
დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელებმა,სასამართლო სისტემაში განხორციელებული რეფორმები და კონსტანტინე კუბლაშვილის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის 10 წელი დადებითად შეაფასეს.
შეხვედრის დასასრულს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა მადლობა გადაუხადა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩებს თანადგომისა და მხარდაჭერისათვის.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა