საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 16.02.2015
საქართველოს უზენაესი სასამართლო როგორც ყოველთვის, ამჯერადაც პროაქტიულად ასაჯაროებს განაჩენის დასაბუთების კომისიის მიერ შემუშავებულ კრებულს, რომელშიც თავმოყრილია სახელმძღვანელო წინადადებები სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის ფორმის, მისი დასაბუთებულობისა და ტექსტის სტილისტიკური გამართულობის თაობაზე.
მართალია, ამ კრებულის უპირველესი ადრესატი მოსამართლეა, მაგრამ იგი საინტერესო იქნება როგორც ფართო სპექტრის იურისტებისათვის, ასევე მთლიანად საზოგადოებისათვის.
როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული კომისია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბატონი კონსტანტინე კუბლაშვილის ბრძანებით 2014 წლის 24 იანვარს შეიქმნა და მასში გაერთიანდნენ მოსამართლეები ყველა ინსტანციის სასამართლოდან, სასამართლო მოხელეები, სამეცნიერო წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კრებულის პრეზენტაცია გაიმართა მიმდინარე წლის 13 თებერვალს.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა