საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 12.02.2015
2015 წლის 12 თებერვალს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ ახალი ალბომის ,,ხელმოწერა - ძალა ისტორიასა და სამართალში“ პრეზენტაცია წარმოადგინეს და ცენტრში დაცული ისტორიული დოკუმენტების, საარქივო მასალების გამოფენა გახსნეს.
ალბომი (ქართულ და ინგლისურ ენებზე) საუკეთესოდ წარმოაჩენს ქართული სახელმწიფოებრიობის და ხელრთვის, როგორც სახელმწიფოს მიერ გაცემული აქტების ლეგიტიმაციის ისტორიას, ასევე ქართული ხელნაწერი კულტურის სიმდიდრესა და მრავალმხრივობას.
უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების მუზეუმში გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მეფეების: ბაგრატ IV-ის, თამარის, გიორგი III-ის, ლაშა-გიორგის, ერეკლე II-ის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების, მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების (ილია, აკაკი, ვაჟა, იაკობ გოგებაშვილი, დიმიტრი ყიფინი, გრიგოლ რობაქიძე, ივანე ჯავახიშვილი და სხვ.) ხელრთვები და ხელმოწერები, რომლებიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული. ეს გამორჩეული მნიშვნელობისა და ხშირ შემთხვევაში, იურიდიული დატვირთვის მქონე ავტოგრაფები შემორჩენილია მეფეთა მიერ გაცემულ სიგელებსა და განკარგულებებზე, ცნობილი ადამიანების პირად წერილებში, ჩანაწერებსა და ფოტოებზე.
პროექტის მიზანია ქართველ მეფეთა მემკვიდრეობის, როგორც ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიის ამსახველი მასალის პოპულარიზაცია და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, როგორც მრავალმხრივი წერილობითი ძეგლების უდიდესი საცავის ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა