საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 13.01.2015
2015 წლის 13 იანვარს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში გაიმართა წიგნის ქართული ისტორიული საბუთების კორპუსის III ტომის პრეზენტაცია და ისტორიული დოკუმენტების გამოფენა.
წიგნი გამოიცა უზენაესი სასამართლოს ფინანსური მხარდაჭერით.
პრეზენტაციაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა და გამოცემის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
წინამდებარე ტომით სრულდება “ქართული ისტორიული საბუთების კორპუსის’’ პირველი სერიის პუბლიკაცია, რომელიც I და II ტომებთან ერთად მთლიანობაში წარმოაჩენს საქართველოს ერთიანობის ხანიდან ჩვენამდე მოღწეულ ისტორიულ დოკუმენტებს. მათ შორისაა შეწირულებისა და წყალობის სიგელები, ფიცის წიგნები, საეკლესიო გუჯრები, სასამართლო აქტები და სხვ. ‘’კორპუსის’’ III ტომი მოიცავს XV საუკუნის მეორე ნახევარს. ტომში შესულ საბუთთა ნაწილი ცნობილია სხვა გამოცემებიდანაც, ნაწილი კი, პირველად ქვეყნდება. წარმოდგენილი საბუთების კრიტიკულად დადგენილი ტექსტები სამეცნიერო ბიბლიოგრაფიით და დედნების ფოტო ასლებით დიდ სამსახურს გაუწევს საქართველოს ისტორიისა და ქართული სამართლის ისტორიის მკვლევართ, ენათმეცნიერებს, შესაბამისი პროფილის სტუდენტებს და, ზოგადად, საქართველოს ისტორიის საკითხებით დაინტერესებულ პირებს.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა