საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 13.01.2015
2015 წლის 13 იანვარს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის ეგიდით ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია. კონფერენციის თემატიკა გახლდათ მოსამართლეთა დანიშვნისა და დაწინაურების კრიტერიუმები.
კონფერენცია საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა მეიშვილმა გახსნა და მოწვეულ სტუმრებს კონფერენციის ჩატარების მიზნებსა და შედეგებზე ესაუბრა. კონფერენციის მონაწილეებს, ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.
კონფერენციაზე სტუდენტების მიერ წარმოდგენილი იყო ნაშრომები, სადაც განხილული იყო მოსამართლეთა დანიშვნისა და დაწინაურების კრიტერიუმებთან დაკავშირებით უცხოური პრაქტიკა და საქართველოს კანონმდებლობის მიმოხილვა.
კომისიის მიერ გამოვლინდა სამი გამარჯვებული, რომელთაც გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა