საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 29.12.2014
2014 წლის 29 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. კონსტანტინე კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან არა მარტო 2014 წელი, არამედ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის 10 წლიანი პერიოდი შეაფასა.
როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, განვლილი 10 წლის მანძილზე განხორციელებული ცვლილებების შედეგად საზოგადოებამ მიიღო ის სასამართლო, რომელიც დღეს არსებობს. ეს კი, პირველ რიგში, არის კორუფციისგან სრულიად თავისუფალი სისტემა, გამართული და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი შენობები, ფინანსური დამოუკიდებლობის მყარი გარანტია, მოსამართლეთა შერჩევისა და დაწინაურების სისტემის ევროპული მოდელი, გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის მკვეთრად გაზრდილი ხარისხი- ეს ყველაფერი კი მოსამართლის დამოუკიდებლობის მაღალ სტანდარტს ქმნის-ასე შეაფასა კონსტანტინე კუბლაშვილმა ბოლო 10 წლის მანძილზე მისი თავმჯდომარეობის დროს რეფორმირებული სასამართლო.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ პრობლემებზე საუბრისას სისტემის მთავარ ხარვეზად მოსამართლეთა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნა დაასახელა.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა