საქართველოს უზენაესი სასამართლო 17-05-2025
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 19.12.2014
2014 წლის 11-12 დეკემბერს, სტრასბურგში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ადეიშვილი ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტურობის ევროპული კომისიის (CEPEJ) ვიცე პრეზიდენტად აირჩიეს. ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტურობის ევროპულ კომისიაში 47 ქვეყანაა გაწევრიანებული. საბჭოს საქმიანობას ბიურო ხელმძღვანელობს, რომელიც პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტისა და ბიუროს ორი წევრისგან შედგება. ქართველი მოსამართლე უკვე გახლდათ ბიუროს წევრი. ამჯერად იგი კოლეგებმა ვიცე პრეზიდენტად აირჩიეს.
ევროპული კომისიის ძირითადი მოვალეობაა ხელი შეუწყოს წევრ ქვეყნებში მართლმსაჯულების ეფექტურობის ზრდას. მართლმსაჯულების ხარისხის ამაღლების მიზნით, კომისიის მიერ გამოიცემა სხვადასხვა სახის სახელმძღვანელოები, გაიდლაინები, დოკუმენტები. კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით ქართული სასამართლო სისტემის მიერ მრავალჯერ ჩატარდა სასამართლოს მომხმარებელთა კვლევები.
მართლმსაჯულების ევროპული კომისიის ვიცე-პრეზიდენტად ქართველი მოსამართლის არჩევა დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს მონაწილეობას კომისიის საქმიანობაში მნიშვნელოვანია.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა