საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 12.12.2014
2014 წლის 12 დეკემბერს, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის ეგიდით, მოსამართლეთა დანიშვნისა და დაწინაურების კრიტერიუმებისა და პროცედურების შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა.
კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზაზა მეიშვილმა.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა მოსამართლებმა. ამერიკელმა და პოლონელმა მოსამართლეებმა ქართველ კოლეგებს თავიანთი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა