საქართველოს უზენაესი სასამართლო 08-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 01.08.2011
2011 წლის 1 აგვისტოს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა იმ სასამართლო მოხელეებს, რომლებმაც მენეჯერთა კურსები გაიარეს, სერთიფიკატები გადასცა.
სასამართლო ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის რეფორმის პროექტის ფარგლებში საქართველოში ამოქმედდა სასამართლოს მენეჯერის ინსტიტუტი. შემუშავდა სასამართლოს მენეჯერის სამუშაო აღწერილობა და პროფესიული სასწავლო პროგრამა, რომელიც მოიცავს მენეჯმენტის სხვადასხვა დისციპლინას.
მოცემული სასწავლო პროგრამა 2010 წელს შემუშავდა და იმავე წელს სასამართლოს მენეჯერთა პირველმა ნაკადმა გაიარა. სასამართლოს მენეჯმენტის კუთხით სხვადასხვა სასწავლო დისციპლინის წარმატებით გავლისა და ტესტირების შემდეგ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ 14 მოქმედ სასამართლოს მენეჯერს სასამართლოს მენეჯერის სერთიფიკატი გადაეცა.
2011 წლის ივნის-ივლისში კი სასამართლოს მენეჯერის სასწავლო კურსი გაირა სასამართლოს მენეჯერთა მეორე ნაკადმა, რომელიც შედგებოდა 12 მონაწილისგან. პროგრამის მონაწილეები იყვნენ, როგორც სასამართლოს მოქმედი მენეჯერები, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირები.
სასამართლოს მენეჯერის ინსტიტუტის განვითარება ემსახურება საერთო სასამართლოებში მენეჯმენტის განვითარებას და ამ მიზნით სასამართლო სისტემაში სპეციალური პროფესიული რგოლის არსებობას.
სასამართლო მენეჯერების მთავარი ფუნქციაა, სასამართლოში ეფექტური ადმინისტრირების და მოქალაქეებისთვის მომსახურების მაღალი სტანდარტის დამკვიდრება.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა