საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 09.12.2014
2014 წლის 9 დეკემბერს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის ორგანიზებით სტუდენტური კონფერენცია „აღმოაჩინე შენი მართლმსაჯულების ისტორია“ ჩატარდა.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების ნაშრომები. კონფერენცია საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა და მისი მიზანი იყო სტუდენტებში იურიდიული აზროვნების, პროფესიული უნარების გაძლიერების ხელშეწყობა . ნაშრომების პრეზენტაციების წარმოდგენის შემდეგ გაიმართა დისკუსია.
კონფერენციას სტუდენტებთან ერთად უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. სპეციალური კომისიის მიერ გამოვლინდა საუკეთესო ნაშრომების ავტორები, რომელთაც საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის სახელით გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და სერტიფიკატები.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა