საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 27.11.2014
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლო, პროაქტიული გამოქვეყნების ვალდებულების შესრულების მიხედვით, ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს.
როგორც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ანგარიშშია მითითებული, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მაჩვენებელი 2014 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში საკმაოდ მაღალი - 96 პროცენტია. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მონიტორინგის პერიოდისთვის შექმნა საჯარო ინფორმაციის გვერდი და პროაქტიული გამოქვეყნების ვალდებულების შესრულების მხრივაც წარმატებული პოზიცია დაიკავა.
აღნიშნული კვლევა 2014 წლის 24 ნოემბერს სასტუმრო „ჰოლიდეი ინ თბილისში“ ჩატარდა.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა