საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 27.11.2014
2014 წლის 27 ნოემბერს უზენაესმა სასამართლომ საქმიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელს - ქალბატონ ბილიანა მილოშევიჩს უმასპინძლა. შეხვედრის დროს ორივე მხარემ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვა. უზენაესი სასამართლო, თავის მხრივ, მზადაა, სტატისტიკური მონაცემებისა და სხვა საჭირო ინფორმაციის მიწოდების მეშვეობით, ხელი შეუწყოს საქართველოში წითელი ჯვრის საქმიანობას. შეხვედრაზე, ასევე, ხაზი გაესვა ჰუმანიტარული სამართლის მნიშვნელობასა და, შესაბამისი ცოდნის ამაღლების მიზნით, მოსამართლეთათვის საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის აუცილებლობას.
ვიზიტის დასასრულს, უზენაესი სასამართლოს აპარატის უფროსმა ირაკლი ხუცურაულმა, სტუმარს სიმბოლური საჩუქარი გადასცა და უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა დაათვალიერებინა.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა