საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 25.11.2014
2014 წლის 25 ნოემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უკრაინული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრაზე სასამართლო სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და ქართულ მართლმსაჯულებაში არსებულ მიღწევებზე ისაუბრეს. უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს სამართლებრივი გამოწვევების გამკლავებასთან დაკავშირებით მიღებული გამოცდილება გაუზიარეს.
უზენაესი სასამართლოს აპარატის უფროსმა ირაკლი ხუცურაულმა უკრაინის დელეგაციას სასამართლოს შენობა დაათვალიერებინა, რომელსაც წელს საიუბილეო თარიღი - 120 წელი უსრულდება. შეხვედრის დასასრულს სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა