საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 25.11.2014
2014 წლის 25 ნოემბერს უზენაესმა სასამართლომ საქმიანი ვიზიტის ფარგლებში მოლდოვეთის რესპუბლიკის სასამართლოს დელეგაციას უმასპინძლა. ვიზიტის მიზანი გახლდათ ქართული სასამართლო სისტემის რეფორმის მიღწევების შესახებ ინფორმაციის მიღება და გამოცდილების გაზიარება. სტუმრები გაეცნენ ქართული სასამართლო სისტემის მუშაობის სპეციფიკას. მოლდოველ კოლეგებს უზენაესი სასამართლოსა და ქართული სასამართლო სისტემის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა მიაწოდა.
სტუმრებმა დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და აქვე განთავსებული „მართლმსაჯულების მუზეუმი“.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა